„გზაზე მოძრაობის ანაბანა“ - თბილისის N28 სკოლის მესამეკლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი და პირველკლასელებისთვის გაზიარებული ცოდნა
24-05-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მესამე კლასში ჩატარდა პროექტი გაკვეთილი - „გზაზე მოძრაობის ანაბანა“.  მოსწავლეებმა პირველკლასელებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და ჩაატარეს მოკლე პრეზენტაციები.

რამდენიმე წუთი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაუთმეს, საკუთარი ნახატები წარმოადგინეს და პირველკლასელებს გადასცეს.

„მოსწავლეთა პრეზენტაციებმა უნდა დააინტერესოს ბავშვები, რომლებსაც ეს საგანი და საკითხი არ უსწავლიათ“,- გვიყვებიან სკოლაში გაკვეთილის მიზანზე საუბრისას. 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.  

„მადლობა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტს ხელმძღვანელობდა მესამე კლასის პედაგოგი ია ტუშური, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203