
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება შთამბეჭდავი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.
აღსანიშნავია, საზეიმოდ აღნიშნული ეროვნული სამოსის დღეც სკოლაში.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა კოსტიუმირებული სანახაობა მოაწყვეს, სკოლის ეზო საზეიმოდ მორთეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა, მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების ისტორია გაიხსენეს, მისი არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და მიღებული ცოდნა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს.
დღე ემოციებით დატვირთული, სანახაობრივი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: