„ბაღის ფრინველთა საათი“ - საინტერესო პროექტი-აქტივობა თბილისის N28 საჯარო სკოლაში
23-05-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ეზოში, ჩატარდა ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი პროექტი-აქტივობა „ბაღის ფრინველთა საათი“, რომელსაც პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.

ბაღის ფრინველთა საათი არის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო, ფრინველებზე დაკვირვების კამპანია.

აქტივობის მიზანია სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის უკეთ აღქმა-გაცნობიერების ხელშეწყობა. ასევე ბიომრავალფეროვნების დღის პოპულარიზაცია საქართველოში.

აქტივობის ფარგლებში, ბავშვები ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობა სკოლაში 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...