„მშვიდობის ელჩები მშვიდობისათვის“ - წყალტუბოს N1 სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
23-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, პროექტ „მშვიდობის ელჩები მშვიდობისათვის“ ფარგლებში, დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. სკოლაში სტუმრად იყვნენ ქალბატონი ნელი ხეცურიანი და მანანა ჩაკვეტაძე.

„შეხვედრაზე დევნილებმა გაიხსენეს განვლილი ისტორიები, აფხაზეთში ცხოვრების წლები, სასტიკი ომი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღეს, ასევე გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის ბოლოს IV კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: ელისო მეტრეველი) სასკოლო საზოგადოებას ექსპრომტად შესთავაზეს ხალხური საკრავებით შესრულებული სიმღერა - „აფხაზეთი საქართველო არის“.

შეხვედრა დადებითად შეაფასა, სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

„მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203