მარაბდის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
23-05-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და მიზნების მიღწევა უსურვეს. მათ, ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა კი მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

„სკოლის  დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს მე-12 კლასს სკოლის დამთავრებას და უსურვებს ერთიან, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იმედი გვაქვს, რომ თითოეული მათგანი შეძლებს წვლილი შეიტანოს საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203