ორჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს 
23-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, თითოეული მოსწავლის ინტერესებზე სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავს. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. 

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა პირველკლასელების წახალისებას. ამჯერად, მათთვის სკოლაში განსაკუთრებული, საზეიმო, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა. მას კლასის დამრიგებელი სირანუშ არევიანი ხელმძღვანელობდა.

ზეიმის მიმდინარეობაში ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

საზეიმოდ მორთული გარემო სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203