სალომინაოს საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
23-05-2024

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მათ თავიანთი სათქმელი ფურცლეზე გადაიტანეს და ქართული ეროვნული სამოსის ესკიზები დახატეს. 

აღსანიშნავია, აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203