„ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენზეა დამოკიდებული, უარი ვუთხრათ მავნე ჩვევებს!“- ივანდიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
23-05-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგ იამზე ფანცულაიას ხელმძღვანელობით, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, მავნე ჩვევებთან დაკავშირებით პროექტზე იმუშავეს. მისი მთავარი მიზანი მავნე ჩვევებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება იყო.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს, უყურეს ვიდეომასალებს, მოაწყევს დისკუსია და იმსჯელეს პრობლემის თავიდან აცილებისა და უკვე არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე. გარდა ამისა, დაამზადეს ბროშურები, რომლებიც სასკოლო საზოგადოებაში დაარიგეს. 

პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა შემდეგი სლოგანები შეიმუშავეს:

  • გავიაზროთ საფრთხე, ნუ გადავაქცევთ ქმედებას ჩვევად!
  • უკეთესია არ შევიძინოთ მავნე ჩვევა, რადგან შემდეგში არ დაგვჭირდეს მასთან ხანგძლივი ბრძოლა!
  • მავნე ჩვევა იმორჩილებს ადამიანს!
  • ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენზეა დამოკიდებული, უარი ვუთხრათ მავნე ჩვევებს!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203