
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლაში, მეთორმეტეკლასელებისთვის შთამბეჭდავი და ძალიან ემოციური „ბოლო ზარის“ ღონისძიება დევიზით: „გზა დაგვილოცეთ“ ჩატარდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეები.
მე-5 კლასელებმა და მე-7 კლასის დამრიგებელმა - მაია რიჟამაძემ აღნიშნულ დღეს საინტერესო ფლეშმობი დადგეს. მე-7 კლასელებმა კი კურსდამთავრებულებს წაუკითხეს სამახსოვრო ლექსები.
კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სადაც მიზნების მიღწევა უსურვეს. მათ ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
მე-12 კლასელმა ანი მაისურაძემ კი შესანიშნავად იცეკვა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებაზე, ასევე შესრულდა ცეკვა „მთიულური“, რასაც ხელმძღვანელობდა ქეთევან კურტანიძე.
კურსდამთავრებულებს ცხოვრების გზაზე წარმატება უსურვეს დირექტორმა - ელზა მაისურაძემ, კლასის დამრიგებელმა - ინგა კუჭაძემ, პირველი კლასის ხელმძღვანელმა - ჟუჟუნა კუჭაძემ.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: