„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ლოს-ანჯელესში, საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ
„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ სწავლა რომ ახალგაზრდათა წარმატებული მომავლის უპირობო გარანტიაა ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება, რადგან მოსწავლეებს ბრწყინვალე მიღწევები აქვთ.
ამჯერად, მოსწავლეები კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში REGENERON ISEF მეცნიერებისა და ინჟინერიის საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდნენ. ისინი ღონისძების გახსნის ცერემონიასაც დაესწრნენ, კონკურსში შესაძლებლობები გამოავლინეს და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ.
აღსანიშნავია, რომ REGENERON ISEF მასშტაბური სამეცნიერო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება. მასში მსოფლიოს 75 ქვეყნიდან 1800-მდე მოსწავლე მონაწილეობს, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს შრომისმოყვარეობისა და ინოვაციური იდეებისთვის მსოფლიო აღიარება მოიპოვონ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: