„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო გამოფენის ფინალისტები გახდნენ
23-05-2024

„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ ახალგაზრდების წარმატებული მომავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ამის უტყუარი და ნათელი დასტური კი მოსწავლეთა მსოფლიო დონის მიღწევებია. 

ამჯერად, „ქართულ-ამერიკული უმაღლესი“ და „ქართულ-ამერიკული“ სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო გამოფენის - Regeneron ISEF-ის ფინალისტები გახდნენ.

მათ მიერ წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, მათემატიკაში, ქიმიასა და ტექნოლოგიებში, Regeneron ISEF-ის 750 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და მათ ხარისხსა და ინოვაციურობაზე მეტყველებს.

კონკურსის ფინალისტებმა პრესტიჟულ ჟიურის პროექტები წარუდგინეს. სკოლაში მოსწავლეებს უდიდეს წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ Regeneron ISEF მასშტაბური სამეცნიერო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება. მასში მსოფლიოს 75 ქვეყნიდან 1800-მდე მოსწავლე მონაწილეობს, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს შრომისმოყვარეობისა და ინოვაციური იდეებისთვის მსოფლიო აღიარება მოიპოვონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203