გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა
22-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში 20 მაისს, მე-12 კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, 2024 წლის კურსდამთავრებულებმა ლამაზი ღონისძიება მოამზადეს - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, გაითამაშეს იუმორისტული ნომრები და სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი და სახალისო ეპიზოდები გააცოცხლეს. მე-12 კლასელებმა დირექტორსა და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

სიტყვით გამოვიდა და მოსწავლეებს გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა - სასნუჰი კიურეღიანმა, მან მოსწავლეებს საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა და ნათელი და წარმატებული მომავალი უსურვა. მისალოცი სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს დირექტორის მოადგილე ლეილი მარკოსიანმაც.

დირექციის მილოცვას უერთდება სკოლის ყველა მასწავლებელი და მე-12 კლასელებს დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ემშვიდობება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203