„ბოლო ზარი მოდაშია, მე-12 ფორმაშია“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა გრანდიოზული ღონისძიება 
22-05-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ღონისძიება სახელწოდებით „ბოლო ზარი მოდაშია მე-12 ფორმაშია“ დიდი ზარ-ზეიმით წარიმართა. 

მე-12 კლასელებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, დადგეს მეტად საინტერესო და სახალისო ნომრები, ჰქონდათ ნომინაციები. კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს. საღამო იყო მეტად სახალისო. 

ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებმა დირექციას და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ პატივისცემა დაუდასტურეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა თავის მხრივ მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. 

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და უსურვებს წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდი სიყვარულით აცილებენ მე-12 კლასელებს სკოლიდან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203