
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგები საუკეთესო შედეგის მისაღებად სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ, მათ შორის წარმატებულია სწავლება სამუზეუმო სივრცეში.
ახლახან, მუღანლოს საჯარო სკოლის მე-8ა და მე-10ა კლასის მოსწავლეები მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სართიჭალის ისტორიული მუზეუმს ესტუმრნენ.
მე-10 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ 2024 წლის თემას - „მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის“ და ისაუბრეს მუზეუმების, ასევე სამუზეუმო ექსპონატების მნიშვნელობაზე ხარისხიანი განათლების მისაღებად.
იხილეთ ფოტოები: