„რამ გადაგვარჩინა“ - ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს
04-06-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება - „რამ გადაგვარჩინა“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებაში მე-5, მე-6 და 7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდებმა ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა თანასკოლელების გადაღებული ფილმი-„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რაა მამული“ ნახეს. 

ღონისძიებას ისტორიის პედაგიგი ელენე გელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203