საზეიმო „ბოლო ზარი“ და ზღვა ემოცია განთიადის საჯარო სკოლაში
22-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის 8 კურსდამთავრებული გააცილეს. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.

აღსანიშნვია, რომ „ბოლო ზარის“ ღონისიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მათი დამრიგებლის, ჯუმბერ ანთაძის ცეკვამ.

სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალს უსურვებენ.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203