ბენარის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ფრინველებზე საინტერესო კვლევა ჩაატარეს
22-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ფრინველებზე კვლევა (დაკვირვება) ჩაატარეს.

აღმოჩნდა, რომ სამ სოფელში: უნწა, ბენარა, შოლავერში ისეთი ფრინველები დაფიქსირდა, რომლებიც წინა წლებში არ შეიმჩნეოდა, ასევე მომრავლდა ის სახეობები, რომლებიც ადრე იყვნენ.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

კვლევას ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების პედაგოგი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203