მე-12 კლასელთა გაცილების ემოციური ღონისძიება უჩმანის საჯარო სკოლაში 
22-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა აღნიშნულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

მათ, თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს. მე-12 კლასელებმა ასევე, პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 30-ე გამოშვებამ დაასრულა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203