მაღრაანის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
22-05-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
დღეს, რასაკვირველია, ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ტრადიციულ თეთრ მაისურებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ერთად გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ.
მათ სკოლის დამთავრება პედაგოგ ირინე იმერლიშვილის სადამრიგებლო მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრებით მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს