ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ორმოცაძე izrune.ge-ს სპეციალური დიპლომით გოჩა ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა
22-05-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ორმოცაძე izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებს.  

ამის დასტურია ისიც, რომ მას, როგორც გამორჩეულ და ბეჯით მოსწავლეს izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა, izrune.ge-ს საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის, დიპლომი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსმა უმასპინძლა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს, „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის ფარგლებში, ინტელექტის და ცოდნის გამოვლენაში ეჯიბრებოდნენ.

ნიგოითის საჯარო სკოლა ანდრია ორმოცაძეს ამ წარმატებას ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203