ზღუდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტების ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
22-05-2024
ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მოსწავლეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ხათუნა ჯოხთაბერიძის ხელმძღვანელობით, ორ პროექტში მონაწილეობდნენ.
ერთი პროექტი ძამას ხეობის ღირსშესანიშნაობების შესახებ იყო, ხოლო მეორეს ფარგლებში, მოსწავლეებმა საქართველოს რუკა საკუთარი ფანტაზიით უნდა შეექმნათ.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვება მეხუთე კლასმა მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს