თბილისის N142 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო 
22-05-2024
თბილისის N142 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავს. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. 

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა პირველკლასელების წახალისებას. ამჯერად, მათთვის სკოლაში განსაკუთრებული, საზეიმო, სხვადასხვა აქტივობით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

საზეიმოდ მორთული გარემო სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203