ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორ როენა ფიფიას მოსწავლე-მასწავლებლებმა დაბადების დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
22-05-2024
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ზეიმი იყო.

სკოლის კოლექტივმა და მოსწავლეებმა საქმის პროფესიონალ, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ დირექტორ როენა ფიფიას დაბადების დღე დიდი სიყვარულით, ძალიან ემოციურად მიულოცეს. 

სკოლის ხელმძღვანელი დადებითი, სიყვარულის, პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და ყვავილები მიართვეს.

„დიდხანს გვყავდეს სათავეში ჩვენი დაუღალავი და მეგობრული დირექტორი ხელმძღვანელად და სკოლის დედაბოძად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203