ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
22-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო, შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მასწავლებლებმა: ა. აბრაჰამიანმა, ჰ. ანტანოსიანმა, ლ. ცარუკიანმა და თ.წარუკიანმა საგანმანათლებლო ექსკურსია სათხის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და განძის ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში მოაწყვეს.
ექსკურსიის ორგანიზების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჯავახეთის წარსულის, კულტურის, ცხოვრების წესის, ცნობილი სომეხი პოეტის, ლირიკოსისა და საზოგადო-პოლიტიკოსის ვაჰან ტერიანის გაცნობა.
ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბავშვები გაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი გასვლითი შემეცნებითი აქტივობები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციას ამაღლებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს