„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მუზეუმში“ - თხილნარის N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ხელოვნების გაკვეთილზე მოწყობილი შთამბეჭდავი გამოფენა
22-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და არაერთ სასწავლო სტრატეგიას მიმართავენ, ტარდება საინტერესო გაკვეთილები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს.

კერძოდ ხელოვნების გაკვეთილს, რომელსაც პედაგოგი თამარ უზუნაძე ხელმძღვანელობდა და მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა, კარგად იციან, რომ მუზეუმებსა და გალერეებში განსხვავებული სახის გამოფენები ეწყობა. სწორედ ასეთი განსხვავებული, სხვადასხვა ჟანრში და დარგში შესრულებული ხელოვნების ნიმუშები გამოფინეს მე-3 კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ გამოფენაზე. 

მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ხალისით შექმნეს სხვადასხვა ჟანრის ნახატები, შემდეგ კი ჯგუფური მუშაობის შედეგად მოსაწვევი ბარათები დაამზადეს და კულტურულ ღონისძიებაზე სკოლის პედაგოგები მიიწვიეს. 

დამთვალიერებელს ნამუშევრების არსზე თავადვე ესაუბრნენ და საკუთარი ხედვა გააცნეს. 

მოსწავლეთა ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203