ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვის მხარდასაჭრი ღონისძიება გამართეს
22-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

იქ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. ახლახან, სკოლაში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, მოსწავლეებმა საკუთარი შეხედულებები თამამად გააჟღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203