„გვჯერა, მუდამ ვიამაყებთ მათი კარგი ადამიანობით“- ხაშურის N7 საჯარო საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
ხაშურის N7 საჯარო საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს.
მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
„ვულოცავთ ჩვენს, ასევე ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე გადასვლას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ მათ, გვჯერა მუდამ ვიამაყებთ მათი კარგი ადამიანობით“,- ამბობენ სკოლაში.