გორის N3 სკოლის მოსწავლე რატი რევაზაშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
22-05-2024

გორის N3 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში რატი რევაზაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

საბერძნეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, რატი რევაზაშვილმა 68 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოსწავლეს საერთაშორისო წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოჭიდავე ბიჭს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ სამომავლოდ დიდ გამარჯვებებს შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203