შავღელეს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულითა და ზარ-ზეიმით გააცილეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.აღნიშნული დღეს სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
მე-12 კლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, ბავშვებმა, ასევე, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა - ზურაბ ქამადაძემ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
იხილეთ ფოტოები: