მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი დაირეკა“, რაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის ძალიან ემოციური იყო. მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც გაწეული ამაგისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობს შესაბამისად მორული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს