
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამის დასტურია, ისიც, რომ სკოლაში, სკოლის თვითმმართველობამ პროექტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და მათ საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ბიოლოგიის და სპორტის პედაგოგები: ნინო მიდოდაშვილი და გიორგი მინდიაშვილი მონაწილეობდნენ.
პროექტი განხორციელდა პარტნიორი ორგანიზაცია „ბილიკის“ მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: