„ვიხსენებთ სკოლის წლებს“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მე-12 კლასის მოსწავლეები ღონისძიებით დაემშვიდობნენ
21-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზარი“ წელს უკვე ასორმოცდამეხუთედ დაირეკა. 

სკოლის ბოლო დღე ინგა არაბიძის სადამრიგებლო - XII კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებით - „ვიხსენებთ სკოლის წლებს“, შთამბეჭდავად აღნიშნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი ზეიმის მიზეზი, ერთი მხრივ, გასახარი იყო, მეორე მხრივ - გულდასაწყვეტი. უხაროდათ, რასგან სკოლას ამთავრებდნენ, გული კი იმიტომ სწყდებოდათ, რომ 12 წლის ამბებს „მოგონებათა სკივრში“ შეინახავდნენ.

კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, მეგობრებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებით მოეფერნენ. 

აღსანიშნავი იყო მათი კრეატიულობა, ორგანიზებულობა, ენთუზიაზმი, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიების სცენარი ეკუთვნოდა სალომე ქობალიას, ხოლო ქორეგრაფია ჟანა ბენიძეს.

სკოლაში მეთორმეტეკლასდელებს უდიდეს წარმატებას უსურვებენ.

„2024 წლის 20 მაისი - დღე სიხარულის, დღე მწუხარების, დღე სიცილისა და ცრემლთა დენის.
ეგონათ შორი იყო აქამდე, მაგრამ 12 წელიც გაფრენილა. არაჩვეულებრივი გახდა მათთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი დღე...
მიილია მათი მოსწავლეობის „პაწიობაც“. ისინი თავს უკვე დიდებად თვლიან და ცხოვრების ახალი სირთულეების გადასალახად ემზადებიან.
კურსდამთავრებულებმა ლექსებითა და ჩანახატებით ხატოვან ფერებში დახატეს 12 წლის ნაშრომი. ბოლოს კი სამადლობელი სიტყვებით ხოტბა შეასხეს ყველა მასწავლებელსა თუ პიროვნებას, რომელთაც შეხება ჰქონდათ მათთან 12 წლის განმავლობაში.
ჩვენ კი დაგვიტოვეს ცრემლები, სიყვარული და იმედიანი მათი კარგი ქალობა-კაცობისა: „მივეშურებით ცხოვრებისეული სიძნელეების გადასალახად, სწავლის ახალი მწვერვალების დასაპყრობად, ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203