აბაშის N1 სკოლის მოსწავლეთა მოწყობილი სათბური და პროფესიული უნარების განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოებული X-XI კლასელები
22-05-2024
აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს.

სკოლაში 2024 წლის თებერვალ-მარტში მიმდინარეობდა სასერტიფიკატო კურსი სახელწოდებით - „ბოსტნეული კულტურების წარმოება“, რომელსაც ახორციელებდა ზუგდიდის შ. მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიული განათლების ფარგლებში, X-XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო კურსის მიმდინარეობისას მიღებულ თეორიულ ცოდნას მოსწავლეები პარალელურად, პრაქტიკაშიც ახორციელებდნენ პროექტით გათვალისწინებულ სკოლის ეზოში განთავსებულ სათბურში.

რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა პირველი მოსავალიც აიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203