„საუკეთესო 12 წელი ფიროსმანის საჯარო სკოლის საზოგადოებასთან ერთად“ -  კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
21-05-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასლებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. 

„საუკეთესო 12 წელი ფიროსმანის საჯარო სკოლის საზოგადოებასთან ერთად“, - ასეთი ოყო უკვე კურსდამთავრებულების შეფასება 12- წლიანი სასკოლო ცხოვრებისა, რომელიც 20 მაისს დასრულდა. 

სკოლის დასრულებით გამოწვეული ცრემლი, სევდა, ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლით გამოწვეული მღელვარება, საუკეთესო ოთხეული - თიკა ცენტერაძე, ლანა ცენტერაძე, ლიკა ხარაბაძე და საბა ჯაიანი, რომელიც დაემშვიდობა მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას.

მათი დამრიგებელი ვაჟა ზოიძე გახლდათ. 

„საუკეთესო ოთხეულო! გილოცავთ სკოლის ღირსეულად დასრულებას. დიდ წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების გზაზე“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს სკოლიდან ახალგაზრდები და დაულოცეს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203