შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
21-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს. 

სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე სავალი გზა ქართული და სომხური სექტორის მე-12 კლასის მოსწავლეებს დაულოცა. აღსანიშნავია, რომ მათ ტრადიციული თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც წარწერები დაიტანეს. 

დღე დადებითი ემოციებით დატვირთული იყო. სასკოლო საზოგადოება კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და წარმატება უსურვა. 

„გზა დავულოცეთ ჩვენი სკოლის ქართული სექტორის XII კლასის მოსწავლეებს. ასევე, სკოლის დამთავრებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის სომხური სექტორის XII კლასის მოსწავლეს - ედიკ რესტევანიანს
ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203