„სკოლის დამთავრებას გილოცავთ, საუკეთესო ახალგაზრდებო“- უბისის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
21-05-2024
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს.
მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. აღსანიშნავია, რომ მათ ტრადიციული თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
ისინი სკოლიდან საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
„სკოლის დამთავრებას გილოცავთ, საუკეთესო ახალგაზრდებო. თქვენს თანატოლებთან ერთად, წარმატებულ მომავალს გისურვებთ ყველას. გვიყვარხართ“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს