განთიადის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
21-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა. 

სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. სასკოლო საზოგადოების სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ტრადიციულ, თეთრ მაისურებში გამოწყობილმა მეთორმეტეკლასელებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს, საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს, ერთად გატარებული წლები გაიხსენეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დიდი სიყვარულით, მთელი შემადგენლობის სახელით, გილოცავთ სკოლის დასრულებას! გისურვებთ ნათელ მომავალს, წინსვლასა და ბედნიერებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203