მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული თვითგამორკვევის ფორუმს დაესწრნენ
22-05-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა პროექტში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგ ქეთი ქიტესაშვილთან ერთად, Professional Development Association - ის (პროფესიული განვითარების ასოციაციის) ორგანიზებულ პროფესიული თვითგამორკვევის ფორუმს დაესწრნენ.

ფორუმზე წარმატებულმა ადამიანებმა საკუთარი სამუშაო სფეროები წარადგინეს, მათ შორის განიხილეს თანამედროვე და მომავლის პროფესიები, მასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.

ფორუმზე ალტერბრიჯ უნივერსიტეტმა გათამაშება მოაწყო, სადაც მოსწავლეებმა ტრენინგცენტრის 200-ლარიანი ვაუჩერები და სხვა ნივთები მოიგეს.

„უმაგრესი საჩუქარი მივიღე მეც - ალტერდღიური, რომელიც ჩემი ცხოვრების უკეთ შესწავლასა და მიზნების მიღწევაში დამეხმარება“

აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლებსა და ფორუმის თითოეულ სპიკერს  გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203