„ნათელ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ, სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ“ - ​ივანდიდის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
21-05-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა იზეიმეს. მეთორმეტეკლასელთათვის პირველკლასელმა გოგო-ბიჭებმა კიდევ ერთხელ დარეკეს „ბოლო ზარი“.

კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს მათმა თანატოლებმა, ახალგაზრდები დალოცეს და წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა, ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, პირველმა მასწავლებელმა და კლასის დამრიგებელმა.

კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულების აღსანიშნავად,  თავიანთი კლასის სახელზე სკოლის ეზოში დარგეს რამოდენიმე მცენარის ნერგი.

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ყველა მეთორმეტეკლასელს ამ დღეს! ნათელ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ მათ, საკუთარი სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მე-12 კლასელებს დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203