საზეიმო „ბოლო ზარი“ და სასკოლო ცხოვრების ლამაზი დაგვირგინება მოლითის საჯარო სკოლაში 
21-05-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმაც. მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა როლანდ ცუცქირიძემ ახალგაზრდებს გზა დაულოცა და წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვა. 

„ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს და ყველა ახალგაზდას, ვინც ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯა. წინსვლა და წარმატება გქონოდეთ მუდამ“,- აღნიშნა დირექტორმა და კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203