უჩხოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს
21-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

კურსდამთავრებულებისთვის დღე ემოციებით სავსე იყო, სასკოლო საზოგადოებამ მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა ისინი სკოლიდან და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. 

სიმბოლურად, მოსწავლეები თეთრ პერანგებში იყვნენ გამოწყობილნი, საყვარელმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, მათ მაისურებზე კეთილი სურვილები, არაერთი თბილი სიტყვა დაუტოვეს.

მოსწავლეებისთვის სასიხარულო, და ამავდროულად სევდის მომგვრელი იყო 12-წლიანი სასკოლო ცხოვრების დასრულება, მათ სკოლაში გატარებული მოგონებები გააცოცხლეს და ერთმანეთს წარმატებული მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203