ნორიოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“
21-05-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.

ნორიოს საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა და დიდი ჟრიამულით დასრულდა 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება. 

დღე ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე მათ ცხოვრებაში და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზე უსახსოვრა. 

სასკოლო საზოგადოება ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წარმატებას უსურვებს ყველა ახალგაზრდას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203