კნოლევის საჯარო სკოლიდან ერთადერთი მე-12 კლასელი ემოციურად გააცილეს
21-05-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლაში ერთადერთი მე-12 კლასელისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

სასკოლო საზოგადოებამ მას თეთრ მაისურზე სამახსოვრო წარწერები, საუკეთესო სურვილები დაუტოვა, სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ვალერი ჯავახიშვილს სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წინსვლასა და ნათელ მომავალს ცხოვრების რთულ გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლემ კი პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203