ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-12 კლასელებს „ბოლო ზარი“ მომავალმა პირველკლასელებმა მიულოცეს
21-05-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას მომავალი პირველკლასელები ესტუმრნენ. ისინი გიმნაზიის მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ, მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

ბავშვებმა, ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მე-12 კლასელებმა კი აღნიშნულ დღეს, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის.

ღონისძიება ძალიან ემოციური იყო, რადგან გიმნაზიის კურსდამთავრებულებთან ერთად, სცენაზე მომავალი პირველკლასელებიც იდგნენ. 

ამ დღის ემოცია იქ მყოფ თითოეულ ადამიანს კიდევ კარგა ხანს გაჰყვება.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თითოეული მოსწავლის მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203