„ბულათ და მარიამ, გილოცავთ!“- უშგულის საჯარო სკოლიდან ორი კურსდამთავრებული სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
21-05-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ემოციურად გააცილეს.

წელს, სკოლაში, „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის საზეიმოდ დაირეკა. 

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლა გაიხსენეს და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ, პედაგოგებმა კი მათ სკოლის დამთავრება მიულოცა და მომავალში წინსვლა უსურვა.

„დღე ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისისა! ბულათ და მარიამ, გილოცავთ! წარმატებული და ბედნიერი მომავალი თქვენ, ჩვენო სკოლის კურსდამთავრებულებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203