„გისურვებთ, წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე​“ - აჭყვას საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
21-05-2024

20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს დღე განსაკუთრებული იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის. ახალგაზრდები სკოლიდან საზეიმო ღონისძიებით გააცილეს. 

კეთილი სურვილებით აჭრელებული თეთრი მაისურები, სევდანარევი სიხარული, დიდი ზარ-ზეიმი და ზღვა ემოცია ახლდა ამ დღეს. ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, ბოლოს პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ მიმართ დიდი პატივისცემა და მოწიწება გამოხატეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„ვულოცავ, სკოლის დამთავრებას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას. ეს დღე ერთ-ერთი გამორჩეულია მათ ცხოვრებაში, რომლის შემდეგაც იწყება ცხოვრების ახალი, შესაძლებლობებით სავსე ეტაპი. გისურვებთ, წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს წინსვლას და განვითარებას მოხმარდება. მიყვარხართ და მეიმედებით“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203