მარაბდის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავეს
21-05-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მოსწავლეები სიამოვნებით სწავლობენ საგანს და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებენ. 

ამის ნათელი მაგალითია  საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება. 

18 მაისს, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.

ჩემპიონატზე მარაბდის საჯარო სკოლის  მე-2 კლასის მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს.   

სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს: სესილი აზარიაშვილს, გიორგი გასვიანს, დათო შუკვანს, რაულ გუსეინოვს, მათ პედაგოგს - მარინა კვანჭიანს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მიღწეულ წარმატებას და მათ მადლობას უხდიან სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203