„წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“- ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს
21-05-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო.
სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს, რომლებისთვისაც „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. აღსანიშნავია, რომ მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
ბუნებრივია, რომ დღეს ზღვა ემოციის გარეშე არ ჩაუვლია, რადგან მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებას სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ. მათ საყვარელმა პედაგოგებმა გზა დაულოცეს და წარმატება უსურვეს.
„წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს