თბილისის N94 საჯარო სკოლის საზეიმო „ბოლო ზარი“ და გიორგი მამარდაშვილის მილოცვა კურსდამთავრებულებს  
21-05-2024

ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ  დაირეკა. 

ახალგაზრდებმა სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მრავალფეროვანი ღონისძიებით იზეიმეს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის და სკოლას დაუვიწყარი დღე აჩუქეს. 

ემოციებით სავსე დღე უფრო დაუვიწყარი გახადა მე-123 კლასის მოსწავლის, საბა ნიორაძის ორგანიზებულმა სიურპრიზმა - საქართველოს გამოჩენილი სპორტსმენის, მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მილოცვამ. 

სპორტსმენმა ახალგაზრდებს მიულოცა მათთვის მნიშვნელოვანი დღე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ასევე წარმატება უსურვა სკოლის ხელმღვანელს - ნინო გახარიას. 

ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებს სკოლის დირექციამ დაულოცა გზა. 

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას... ვიცით,რომ სწორი ფასეულობებითა და ღირსეული ნაბიჯებით გაივლით ბილიკებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების გზაზე...

დაგილოცავთ ამ სავალ გზებს... გვიყარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით! ეს ქვეყანა თქვენია...“,- ასეთია იყო დირექციის მილოცვა, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203