ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მერაბ დვალიშვილს უმასპინძლეს
21-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა საინტერესო სასკოლო ცხოვრებით გამოირჩევა.

ახალხან, სკოლას, მოულოდნელად ესტუმრა და მოსწავლეები გაახარა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC).

ქართველი მებრძოლი შეხვდა სკოლის დირექტორს - გენადი მარგველაშვილს, დირექტორის მოადგილეებს, პედაგოგებსა და მის პატარა მე-3 კლასელ გულშემატკივრებს.

მერაბ დვალიშვილი პატარებს ესაუბრა თავისი სპორტული კარიერის, სირთულეებისა და მიღწეული შედეგების შესახებ და გაუზიარა ცხოვრებისეული გამოცდილება.

შეხვედრის ბოლოს მებრძოლმა პატარა გულშემატკივრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფებითაც დაასაჩუქრა.

„სკოლის სახელით ქართველ სპორტსმენს ვუსურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203